ჩემს შესახებ

    მე, ოლივერ (ბადრი) შველიძე დავიბადე 1977 წლის 27 იანვარს. ქ.თბილისში. ეროვნებით ვარ ქართველი, ჩემი მშობლიური ენაა ქართული. ვფლობ რუსულ და ინგლისურ ენებს, ვარ დაოჯახებული. საშუალო განათლება მივიღე 1984-94 წწ. თბილისის #133-ე საშუალო სკოლაში. 1995 წელს ჩავირიცხე თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის სრული კურსი დავამთავრე 1999 წელს. 2000 წელს ჩავირიცხე თბილისის სასულიერო აკადემიაში, რომლის სრული კურსი დავამთავრე 2005 წელს.

    ვარ ხეზე კვეთის სპეციალისტი. ამ სპეციალობით ვმუშაობ:

1997 წ.-დღემდე სიონის სამრევლო სკოლა, შემდგომში სამების სამრევლო სკოლა.

2000 წ.-დღემდე გლდანის სამრევლო სკოლა.

2002-2008 ლიცეუმი “კაი ყმა”.

2007-დღემდე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მართლმადიდებლური მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა.

2009-2010 ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონია.

2008-2009 საქართველოს საპატრიარქოს წმ. ილია მართლის სახ. თბილისის სკოლა.

2009-2010 ქაშუეთის სამრევლო სკოლა. სხვადასხვა დროს მონაწილეობა მაქვს მიღებული ხელოვნების საერთაშორისო გამოფენებზე.