ბზის ისტორია

    ბზა (Buxus), ორლებნიან მცენარეთა გვარი ბზისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე დაბალი ხეები ან ბუჩქებია. შეიცავს 70-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ, ნაწილობრივ ზომიერი ჰავის ზონაში ფილიპინის, მცირე ზონდის, მადაგასკარისა და აფრიკაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ვესტ-ინდოეთში, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიაში. კავკასიაში ბუნებრივად გვხვდება 2 რელიქტური სახეობა: კოლხური ბზა (Buxus colchica) და ჰირკანული ბზა (Buxus hyrcana). საქართველოში მოშენებულია ბზის 4 უცხოური სახეობა: ჩვეულებრივი ანუ მარადმწვანე ბზა (Buxus sempervirens); წვრილფოთოლა ბზა (Buxus microphylla); იაპონური ბზა (Buxus japonica) და ბალეარული ბზა (Buxus balearica). ვრცლად

ხეზე კვეთა

    ხეზე კვეთა ანუ ხის მხატვრული დამუშავება  მსოფლიოში ერთერთი უძველესი ხელოვნებაა. ძველ აღთქმაში არაერთგანაა ნახსენები ხის დამუშავება. ერთ-ერთი მაგალითია ნოეს კიდობანი და მისი მშენებლობა. ახალ აღთქმაში კი პირდაპირ არის გადმოცემული რომ, მართალი იოსები დურგალი იყო და ამ ხელობით არჩენდა წმინდა ოჯახს. ყრმა იესო და მისი ხორციელი ძმა იაკობი ამ საქმიანობის მცოდნეები და იოსების დამხმარეები იყვნენ. ვრცლად